რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქის ვალია. თუმცაღა დღესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იჩენს პასიურობას და არ ცხადდება არჩევნებზე. მაგრამ რა შეიძლება შევთავაზოთ მოსახლეობას ისეთი, რაც მათ ‘პასიურ’ ნაწილს აიძულებს  წავიდეს არჩევნებზე? ჩევენი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ და დასკვნებს გამოვიტანთ მივხვდებით რა არის მიზეზი. რა იწვევს პასიურობას: უნდობლობაა, დროის უკმარისობაა, მოუცლელობა, თუ ის რომ თითოეული ხმა არ იქნება გადამწყვეტი? მახსოვს რამდენიმე ხნის წინ თითქმის რელიგიურ ფაქტორსაც ასახელებდნენ რათა არ მისულიყვნენ არჩევენებზე და არ მიეღოთ მარკირება. მე მჯერა, სიტყვის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის აზრი გათვალისწინებული იქნება მაქსიმალურად. ამ ყველაფერს უამრავი დამკვირვებელი, საარჩევნო კომისის დამსწრე საზოგადოება, არჩევენების დასრულების შემდეგ საარჩევნო უბნის დახურვის შედეგების მაფიქსირებელ დოკუმენტს აწერს ხელს.

არჩევნებში ძირითადად მონაწილეობს მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც  მატერიალურად შეჭირვებულია. ამის გათვალიწინებით ამ უმრავლესობას უნდა სჯეროდეს, რომ მისვლა საარჩევნო უბნებზე მათი ოჯახების საკეთილდღეო ცვლილებების საწინდარია. ამ ყველაფრისთვის საჭიროა შემდეგი:

  • სახელმწიფო ტრანსპორტი უნდა იყვეს უფასო რაც ხელს შეუწყობს სწრაფ გადაადგილებას და დროის ეკონომიას. ხშირად მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია სხვა ადგილზე, ხოლო ცხოვრობს სხვა მისამართზე.  უკეთესი იქნება ტრანსპორტში იყოს თითო ეგრეთწოდებული კონტროლიორი, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის სურვილისამებრ თუ რომელ სააარჩევნო ოლქშია დარეგისტრირებული მოქალაქე. ასევე მიუთითებენ საარჩევნო უბდების ნომრებზე და ადგილმდემარეობაზე, თუ როგორ უნდა მივიდნენ კონკრეტულ მისამართზე.(სასურველია ‘კონტროლიორები’ იყვნენ საქართველოში გამოშვებული IPAD ებით, რომელიც დაემარება მათ)
  • თუ სარრჩევნო უბანზე მივდივართ იმისთვის მივდივართ, რომ ეს ჩვენი შვილების უკეთესი მომავალია. 1 ოქტომბერი სასკოლო ციებცხელების პერიოდია,  სასწავლო წლის დასაწყისი. ყველა მოსწავლეს უამრავი სასკოლო ნივთი სჭირდება. სულ მცორედი წვრილმანი, რომლის შეძენაც ოჯახის ბიუჯეტზე შეიძლება მტკივნეულადაც ასიახოს. მოვაწყოთ ბაზრობები, ან ხომ არსებობს საკვები პროდუქტების. შევთავაზოთ მოსახლეობას გარკვეული ფასდაკლებით სასკოლო ნივთები. ბავშვებს დავახვედროთ სიურპრიზები გარკვეული თანხის დახარჯვის დროს.ბავშვმა რომელიც ელოდება წამახალისებელ სიურპრიზს აუცილებლად მოსთხოვს, აიძულებს მშობელს წავიდეს ნივთების შესაძენად. აქვე აუცილებლად წავლენ არჩევნებზე მშობლებთან ერთად.შეიძლება საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს თან ახლდეს საკუთარი შვილი ან შვილიშვილი, რომელსაც საჩუქრად კეპი , მაისური ან საქართველოს პატარა დროშა სუვენირი რამე გადავცეთ. ამ შემთხვევაში არჩევნები არ იქნება ერთადერთი მიზეზი სახლიდან გამოსვლის.
  • მთელი დღე შეიძლება ქალაქებში და რეგიონებში გაიმართოს გასართობი ღობნისძიებები ახალგაზრდობისათის სურვილი გაუჩნდეთ იქვნენ აქტიურები.
  • და ბოლოს ამ პროექტის წარმატების შემთხვევაში მოგებული საჩუქარი მე პირადად სწავლაში ნამდვილად დამეხმარება. რადგან მე თავად ვარ მოსწავლე.  (ამიტომ გთხოვთ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ აზრის და შეცდომების გამო)

P.S. კარგა ხანია შევწყვიტე ჩემს მინი ბლოგზე წერა, არა საკმარისი დროის და სხვა უამრავი წვლილმანის გამო. ამ პროექტმა შესაძლოა საშუალება მომცეს დავუბრუნდე ჩემს ძველ საქმიანობას და დიდი სტიმული მომცეს მომავლისათვის.

NEW YEAR IS COMING…

გამარჯობა მკითხვეელო! ამ ბოლო დროს ძალიან მეზარება წერა, ამიტომ პოსტებს ძალიან იშვიათად ვწერ. ამის გამო მათ ვინც ჩემს ბლოგზე შემოდის და რამე პოსტს ელოდება ბოდიში უნდა მოვუხადო: “ბოდიში”.                                                                 ახალი წელი მოდის და ამასთან დაკავშირებით რაიმე აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ბლოგზე, ამიტომ გადავწყვიტე სურათები დამემუშავებინა. მთელი კვირა სახალისო სურათებს ვაკეთებდი ბლოგისთვის. ვაკეთებდი რაა ქართულად ვთარგმნიდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.

Read the rest of this entry

Buckswood aha aha…….

გამარჯობა მკითხველო. როგორც წინა პოსტში ავღნიშნე საზაფხულო სკოლაში მივდიოდი.ზღვის ვოიაჟის შემდეგ. ასეც მოხდა ზაფხულის 20 ფანტასტიური დღე გავატარე Buckswood-ის სკოლაში. ამ ყველაფერზე არ დაწერა კი უბრალოდ არ გამოდიოდა. ამიტომ ისიამოვნეეთ 😀 . Read the rest of this entry

აი როგორც იქნა დავბრუნდი და ნახვამდის :(

შენიშვნა: ჩემი ინტერნეტით სურათებს ვერ ვტვირთავ და ეს თვეც, რომ გამეცდინა უპოსტოდ არ შეიძლებოდა, ამიტომ სურათები არ იქნებააა.       😦 როცა დავბრუნდები იქნებააა 😀 

გამარჯობამკითხველო. დარწმუნებული ვარ ამ ბოლო დროს ის მუდმივი მკითხველიც დავკარგე ვინც ჩემს გასახარებლად ანდა ინტერესის გამო ეწვეოდა ხოლმე ჩემს საიტს. ეს უამრავი მიზეზითაა გამოწვეული. მათი ჩამოთვლაც არ გამიჭირდება, როგორც მასწავლებლის წინ მდგომბავშვს, რომელსაც ჰგონია გაკვეთილის არ ცოდნისათვის ისეთი მიზეზი აქვს, რომ მასწავლებელი აქეთ დაუწერს ნიშანს. ხოდა მეც დავიწყებ მათ ჩამოთვლას: პირველი მიზეზი ზარმაცობააა (ეს ყველაზე ბანალური მიზეზია). მეორე ისევ და ისევ ჩემი სასოწარკვეთილი ინტერნეტია (ვინც არ იცით მაქთიფიქსის ტელეფონით მაქვს). მესამე მიზეზი უფრო ახალია: ერთ დღეს კლასელმა ლინკი მომცა, ამ ვიდეოზე ხარო. ვიდეოზე ჩემი სახელიც იყო თან YOUTUBE-ისლინკი იყო რას ვიფიქრებდი, რომ ასე დამერხეოდა, კომპიუტერი და ინტერნეტი გამინადგურდა. მეოთხე მიზეზიც ამას დაერთო ვინდოუსის გადაყენების შემდეგ ქართული შრიფტი აღარ მქონდა :(. მეხუთე მიზეზი კი ზღვაა. 10-15 დღით ოჯახითდავისვენეთ ციხისძირში. რითაც ძალზედ გმაყოფილი ვარრათქმაუნდა გაგიჩნდათ კითხვა რატომ ციხისძირი ხოდა პასუხი: პირველ რიგში ძალიან წყნარი ადგილია, ზღვიდან ახლოსაა ვისთანაც ვართ ხოლმე ციხისძირში ოჯახის ახლობელიცაა, წყალიც სასწაულად კარგია, თუ არ იცით ამსოფელშიარის მიშას რეზიდენცია და იმის შანსიცაა სკუტერზე მყოფს მოჰკრა თვალი. ჩვენს ციხისძირსი  რამდენიმე FACE-ბიც გაიჩითა და  სანაპიროზე თითქმის ყოველ დღე გვერდიგვერდ ვიყავით ხოლმე. მაინც წარმოდგენა რომ გქონდეთ სურათებსაც დაურთავ:D.ისეჩემსფერზეკომენტარებიარიყოს.LIVE-ში,რომმნახოთვიცირომ შეგშურდებათ.

Read the rest of this entry

WEEK PIC (9)

გაგიკვირდათ? კი ეს გასაკვირია, რადგან ბოლო პოსტი (WEEK PIC) თებერვალში დავდე, საერთოდ კი ბოლო პოსტი წინა კვირას. ქართულ ბლოგ სფეროში უამრავი ახალი ბლოგერი გამოჩნდა ეს კი მათთვის:  (WEEK PIC)-ში ვდებ სურათებს, რომლებიც გადაღებულია საქართველოში. დასაწყისში სურათები ძირითადად ჩემი გადაღებული იყო ახლა კი ერთი ორიღა თუა. ეს სურათები ჩემს “პაპკაში” მგონი 3 თვე ეყარა ახლა კი გადავწყვიტე შემეგროვებონა ისინი და დამემატებინა ახალი სურათებიც, რომლებასაც სხვადა-სხვა საიტებზე წავაწყდი. იხალისებთ თან როგორ! ამ პოსტში 5 სურათი და ერთი ახალი ისტორიაა, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 😉

1

ოჰ ეს ახალგაზრდობა, რა არ მოგწონთ შაშკინის?

Read the rest of this entry

მშვიდობით სალი :(

ალბათ გახსოვთ პოსტი ჩემი ცხოვრების გართობა სალისადაც, ჩემი პატარა სალის ისტორია იყო მოთხრობილი. ვისაც არ გინახავთ პოსტი შეგიძლია გადაავლოთ თვალი და ნახოთ რა საყვარელი ცუგო მყავდა. დიახ მყავდა  ის ახლა ჩემთან აღარაა (არ დაღუპულა). სამწუხაროდ ის ბებიის და ნაცნობების დაჟინებული მოთხოვნით გადაასახლეს. გუშინწინ შევამჩნიე, რომ სკოლიდან დაბრუნებული კარებში წამიერად შევჩერდი ვერც გავაანალიზე რატომ. მერე გავაგრძელე სიარული ოთახებში უაზროდ და მივხვდი, რომ მას ვეეძდი. ის კი წავიდა. ასე, რომ მშვიდობით სალი!!  😦

bye SALI

bye SAli

ვინ უქნა თავზე თხუნელას თუ როგორ შვება სპილო?

იმედზე გასულმა სპეციალურმა რეპორტაჟმა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ იყო ასე თუ ისე შეძრა ქვეყანა. ამ გადაცემაში ყურადღება იყო გამახვილებული თუ, როგორი დაბალი დონე გვაქვს განათლების ქართველებს. ამის მაგალითად კი მოიყვანეს ერთ-ერთი წიგნი “ვინ უქნა თავზე თხუნელას “. ამაზე შემდეგ გარკვეულ წრეებში დაიწყო დისკუსიები. ყველა აკრიტიკებდა ამ წიგნს. მე ცოტახნის წინათ ვნახე ამერიკული ანტონიმების წიგნი. სადაც არც თუ ისე სახარბიელოდაა შედარებული მამალი და დედალი სპილოები——->ეს შეიძლება ბაღის ბავშისთვის? რავი არ ვიცი. ჩვენ კი ავტეხეთ დიდი ამბავი…

 თუ

  Read the rest of this entry

რამდენად პატიოსანი ხართ!

თუ ვინმე გკითხავდათ ხართ თუ არა პატიოსანი, თქვენ აუცილებლად ეტყოდით დიახ! მეც ასე მეგონა თავიდან. ამის გაკეთების შემდეგ რაღაც იმედები გამიცრუვდა. ამ გამოკითხვას ვერცერთ საიტზე ვერ ნახავთ რადგან ის ძველი ინგლისურის წიგნიდანაა. გთხოვთ პატიოსნად გასცეთ პასუხი და დაწეროთ კომენტარში თქვენი ქულები!!

1. წარმოიდგინეთ თქვენ იპოვეთ რამოდენიმე ბიბლიოთეკის წიგნი, რომლებიც უნდა დაგებრუნებინათ 8 თვის წინ დააბრუნებდით?

ა) კი, თუ ჯარიმა არ მექნებოდა გადასახდელი.

ბ) არაა.

გ) დავაბრუნებდი ჯარიმაც, რომ გადამეხადა.

2. ვთქვათ სალარო აპარატმო 2-ჯერ მეტი ფული მოგცათ, დაიტოვებდით? 🙂

ა) დიახ თუ ბანკი აღმოაჩენდა ვეტყოდი არ დამითვლიაო.

ბ) არა, ეს ქურდობა იქნებოდა.

გ) თუ მართლა მჭირდებოდა დავიტოვებდი.


3. წარმოიდგინე დაინახე 10 წლის ბავშვი, რამეს იპარავს მაღაზიიდან.ეტყოდით დაცვას?

ა) დიახ ამან შეიძლება გამოასწოროს

ბ) ვეტყოდი თუ დაცვა დამპირდებოდა რომ არ დაურეკავდა პოლიციას

გ) თუ მას სხვა არავინ დაინახავდა, მივიდოდო და ვეტყოდი უკან დაებრუნებინა ყველაფერი.

4. თუ თქვენ დაგჭირდათ თაბახის ფურცელი სახლის პრინტერისთვის, მოიპარავდით მას სკოლიდან ან ოფისიდან?

ა) თუ არავინ დამინახავდა კი. თან იმდენს წამოვიღებდი რამდენიც დამჭირდებიდა

ბ) არა შემეშინდებოდა ვინმეს რომ დავენახე

გ) თუ ვერ ვიყიდიდი ცოტას წამოვიღებდი

5.წარმოიდგინეთ ქალაქში ვერ იპოვეთ პარკინგის ადგილი დააყენებდით მანქანას პირად სადგომზე?

ა) არა, იქ მთელი დღე გავიჭედებოდი

ბ) რათქმუნდა. თქვენ არა?

გ) დიახ თუ დიდი ხანი არ მჭირდებოდა

პასუხები:

1 ა) 2 ქულა ბ) 1ქულა გ) 3 ქულა

2 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა

3 ა) 3 ქულა ბ) 2 ქულა გ) 1 ქულა

4 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა

5 ა) 3 ქულა ბ) 1ქულა გ) 2ქულა

12-15 თქვენ ძალიან პატიოსანი და საიმედო ადამიანი ხათ. ეტყობა ღამე კარგად გძინავთ.

8-11 თქვენ გონივრულად პატიოსანი ხართ .

5-7 სად დაკარგეთ მორალი? მომავალში უფრო პატიოსანი იყავიით რააა…

და თქვენი შედეგებია:

ჩემი პატარა დიდი თავგადასავალი (დღიურის პონტში)

 

  როგორც ერთ ერთ წინა პოსტში ავღნიშნე  მე ეს ბლოგი, სოციალური მედია  სკოლწბში ფარგლებში შევქმენი და გავიმარჯვე კიდეც. ჩემი ბლოგი აღიარეს, როგორც ყველაზე რეიტინგული ბლოგი. ამ პროექტის დამაგვირგვინებელი ეტაპი ბათუმში ჩატარდა. ბათუმში თბილისელი, რუსთაველი , ქუთაისელი და ბათუმელი ბლოგერები ერთად ვიყავით სამ ვარსკვლავინ სასტუმრო ჩაოში. ამ პატარა თავგადასავალს კი სიამოვნებით მოგიყვებით.

Read the rest of this entry

ნ ი ჭ ი ე რ ი

da ai rogorc iqna gamovlindnen niWieris naxevarfinalistebi. sabednieroT guli aravize ar damwyda. Jiuris gadawyvetilebam, am gadacemis istoriaSi pirvelad gamaxara. erTaderTma rac cotaTi gamabraza, soso narimaniZis  nerviuli saxis yureba da misi cremlebi iyo. es suraTebi versad gamzadebuli ver viSove da amis gamo meTviTon gadauRe suraTebi maivideoze, amis gamo ki suraTebi uxarisxoa. axla ki dadga Jami ganvixiloT is aTi piveli konkursani, romelnic gamosvlas apireben orSabaTs.

es ki sosos naRvliani saxe saxaliso komentariT.

 

 

  Read the rest of this entry