Monthly Archives: მაისი 2011

მშვიდობით სალი :(

ალბათ გახსოვთ პოსტი ჩემი ცხოვრების გართობა სალისადაც, ჩემი პატარა სალის ისტორია იყო მოთხრობილი. ვისაც არ გინახავთ პოსტი შეგიძლია გადაავლოთ თვალი და ნახოთ რა საყვარელი ცუგო მყავდა. დიახ მყავდა  ის ახლა ჩემთან აღარაა (არ დაღუპულა). სამწუხაროდ ის ბებიის და ნაცნობების დაჟინებული მოთხოვნით გადაასახლეს. გუშინწინ შევამჩნიე, რომ სკოლიდან დაბრუნებული კარებში წამიერად შევჩერდი ვერც გავაანალიზე რატომ. მერე გავაგრძელე სიარული ოთახებში უაზროდ და მივხვდი, რომ მას ვეეძდი. ის კი წავიდა. ასე, რომ მშვიდობით სალი!!  😦

bye SALI

bye SAli

ვინ უქნა თავზე თხუნელას თუ როგორ შვება სპილო?

იმედზე გასულმა სპეციალურმა რეპორტაჟმა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ იყო ასე თუ ისე შეძრა ქვეყანა. ამ გადაცემაში ყურადღება იყო გამახვილებული თუ, როგორი დაბალი დონე გვაქვს განათლების ქართველებს. ამის მაგალითად კი მოიყვანეს ერთ-ერთი წიგნი “ვინ უქნა თავზე თხუნელას “. ამაზე შემდეგ გარკვეულ წრეებში დაიწყო დისკუსიები. ყველა აკრიტიკებდა ამ წიგნს. მე ცოტახნის წინათ ვნახე ამერიკული ანტონიმების წიგნი. სადაც არც თუ ისე სახარბიელოდაა შედარებული მამალი და დედალი სპილოები——->ეს შეიძლება ბაღის ბავშისთვის? რავი არ ვიცი. ჩვენ კი ავტეხეთ დიდი ამბავი…

 თუ

  Read the rest of this entry

რამდენად პატიოსანი ხართ!

თუ ვინმე გკითხავდათ ხართ თუ არა პატიოსანი, თქვენ აუცილებლად ეტყოდით დიახ! მეც ასე მეგონა თავიდან. ამის გაკეთების შემდეგ რაღაც იმედები გამიცრუვდა. ამ გამოკითხვას ვერცერთ საიტზე ვერ ნახავთ რადგან ის ძველი ინგლისურის წიგნიდანაა. გთხოვთ პატიოსნად გასცეთ პასუხი და დაწეროთ კომენტარში თქვენი ქულები!!

1. წარმოიდგინეთ თქვენ იპოვეთ რამოდენიმე ბიბლიოთეკის წიგნი, რომლებიც უნდა დაგებრუნებინათ 8 თვის წინ დააბრუნებდით?

ა) კი, თუ ჯარიმა არ მექნებოდა გადასახდელი.

ბ) არაა.

გ) დავაბრუნებდი ჯარიმაც, რომ გადამეხადა.

2. ვთქვათ სალარო აპარატმო 2-ჯერ მეტი ფული მოგცათ, დაიტოვებდით? 🙂

ა) დიახ თუ ბანკი აღმოაჩენდა ვეტყოდი არ დამითვლიაო.

ბ) არა, ეს ქურდობა იქნებოდა.

გ) თუ მართლა მჭირდებოდა დავიტოვებდი.


3. წარმოიდგინე დაინახე 10 წლის ბავშვი, რამეს იპარავს მაღაზიიდან.ეტყოდით დაცვას?

ა) დიახ ამან შეიძლება გამოასწოროს

ბ) ვეტყოდი თუ დაცვა დამპირდებოდა რომ არ დაურეკავდა პოლიციას

გ) თუ მას სხვა არავინ დაინახავდა, მივიდოდო და ვეტყოდი უკან დაებრუნებინა ყველაფერი.

4. თუ თქვენ დაგჭირდათ თაბახის ფურცელი სახლის პრინტერისთვის, მოიპარავდით მას სკოლიდან ან ოფისიდან?

ა) თუ არავინ დამინახავდა კი. თან იმდენს წამოვიღებდი რამდენიც დამჭირდებიდა

ბ) არა შემეშინდებოდა ვინმეს რომ დავენახე

გ) თუ ვერ ვიყიდიდი ცოტას წამოვიღებდი

5.წარმოიდგინეთ ქალაქში ვერ იპოვეთ პარკინგის ადგილი დააყენებდით მანქანას პირად სადგომზე?

ა) არა, იქ მთელი დღე გავიჭედებოდი

ბ) რათქმუნდა. თქვენ არა?

გ) დიახ თუ დიდი ხანი არ მჭირდებოდა

პასუხები:

1 ა) 2 ქულა ბ) 1ქულა გ) 3 ქულა

2 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა

3 ა) 3 ქულა ბ) 2 ქულა გ) 1 ქულა

4 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა

5 ა) 3 ქულა ბ) 1ქულა გ) 2ქულა

12-15 თქვენ ძალიან პატიოსანი და საიმედო ადამიანი ხათ. ეტყობა ღამე კარგად გძინავთ.

8-11 თქვენ გონივრულად პატიოსანი ხართ .

5-7 სად დაკარგეთ მორალი? მომავალში უფრო პატიოსანი იყავიით რააა…

და თქვენი შედეგებია:

ჩემი პატარა დიდი თავგადასავალი (დღიურის პონტში)

 

  როგორც ერთ ერთ წინა პოსტში ავღნიშნე  მე ეს ბლოგი, სოციალური მედია  სკოლწბში ფარგლებში შევქმენი და გავიმარჯვე კიდეც. ჩემი ბლოგი აღიარეს, როგორც ყველაზე რეიტინგული ბლოგი. ამ პროექტის დამაგვირგვინებელი ეტაპი ბათუმში ჩატარდა. ბათუმში თბილისელი, რუსთაველი , ქუთაისელი და ბათუმელი ბლოგერები ერთად ვიყავით სამ ვარსკვლავინ სასტუმრო ჩაოში. ამ პატარა თავგადასავალს კი სიამოვნებით მოგიყვებით.

Read the rest of this entry