Monthly Archives: იანვარი 2011

ჩემი ცხოვრების გართობა სალი!

რამდენი ხანია უკვე მსურს დავდო პოსტი სალომეზე ჩემს ძაღლზე ახლა უკვე კარგად ვარ გამოვკეთდი და მზად ვარ დავწერო მასზე მოსაყოლი კი რამდენია. ხოდა დავიწყოთ მე უამრავი ძაღლი მყავდა და ყოველთვის მინდოდა კიდეც ვგრძნობდი რომ რაღაც მასში მიცავდა და მეხმარებოდა. ეს ძაღლები სხვადასხვა სახეობისა იყვნენ ზოგი კავკასიური, ზოგიც პუდელი მაგრამ ყველა რაღაცნაირი იყო და კარგად ვერ ვეწყობოდი მათ. 2 წლის წინ კი ყველაფერი შეიცვალა დაბადების დღეზე დედამ და მამამ კიდევ ძაღლი მომიყვანეს მაგრამ, ეს განსხვავებული რაღაც იყო ალბათ ეს ყველაფერი იქიდანაა გამოწვეული რომ და ძმა არასოდეს მყოლია და ყოველთვის მარტო ვერთობოდი ჩემთვის და ძალიან კარგად ვფიქრობდი რომ და ძმა არ მჭირდებოდა მაგრამ ეს ხომ ასე არ იყო და ეტყობა ძაღლით ვივსებდი იმ ცარიელ ადგილს. ძაღლი რომელიც მომიყვანეს ძალიან პატარა იყო სულ პატარა ხელის მუჭაში მეტეოდა. მერე დადგა სახელის არჩევის დრო და ამ დროს მომივიდა აზრი სალი ყველამ მე შემომხედა და პირველად უხსნი ხალხს რატომ სალი არა იმიტომ რომ ადამიანს ვადარებდი მას არა ის უბრალოდ ძალიან გავდა ლომს ფაფარივით ჰქონდა წინ და ლომს ხომ არ დავარქმევდი ლომი, ლომი, და მიუხედავად იმისა სალი ამ სიტყვასთან არანაირ კონტაქტში არაა სალი ხოდა შეერქვა ჩემ ერთადერთს სალი მერე გაავრცეს სახელი და ეძახიან სალომე… სალომე პეკინესია და ყველაზე წყნარი ძაღლია ვინც მინახავს. სალომე ჭამს ყველაფერს რასაც ვჭამ მე პურის გარდა თავის თავად. თამაში უყვარს ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შეუძლია დღე და ღამ იკუნტრუშოს მისი დღის გეგმაც შედგა: ძილი, თამაში, ჭამა, სეირნობა. მოკლედ ისეთი არაფერი მაგრამ როცა მის თამაშს ნახავთ ახლა მიხვდებით რომ ის ძალიან საღვარელია.

კიდევ დავწერ მასზე ბევრს ბევრს. მერე ახლა ქართულის მასწავლებელი მომივა რომელიც ძალზე მჭირდება არა?

Advertisements