Daily Archives: მაისი 14, 2011

რამდენად პატიოსანი ხართ!

თუ ვინმე გკითხავდათ ხართ თუ არა პატიოსანი, თქვენ აუცილებლად ეტყოდით დიახ! მეც ასე მეგონა თავიდან. ამის გაკეთების შემდეგ რაღაც იმედები გამიცრუვდა. ამ გამოკითხვას ვერცერთ საიტზე ვერ ნახავთ რადგან ის ძველი ინგლისურის წიგნიდანაა. გთხოვთ პატიოსნად გასცეთ პასუხი და დაწეროთ კომენტარში თქვენი ქულები!!

1. წარმოიდგინეთ თქვენ იპოვეთ რამოდენიმე ბიბლიოთეკის წიგნი, რომლებიც უნდა დაგებრუნებინათ 8 თვის წინ დააბრუნებდით?

ა) კი, თუ ჯარიმა არ მექნებოდა გადასახდელი.

ბ) არაა.

გ) დავაბრუნებდი ჯარიმაც, რომ გადამეხადა.

2. ვთქვათ სალარო აპარატმო 2-ჯერ მეტი ფული მოგცათ, დაიტოვებდით? 🙂

ა) დიახ თუ ბანკი აღმოაჩენდა ვეტყოდი არ დამითვლიაო.

ბ) არა, ეს ქურდობა იქნებოდა.

გ) თუ მართლა მჭირდებოდა დავიტოვებდი.


3. წარმოიდგინე დაინახე 10 წლის ბავშვი, რამეს იპარავს მაღაზიიდან.ეტყოდით დაცვას?

ა) დიახ ამან შეიძლება გამოასწოროს

ბ) ვეტყოდი თუ დაცვა დამპირდებოდა რომ არ დაურეკავდა პოლიციას

გ) თუ მას სხვა არავინ დაინახავდა, მივიდოდო და ვეტყოდი უკან დაებრუნებინა ყველაფერი.

4. თუ თქვენ დაგჭირდათ თაბახის ფურცელი სახლის პრინტერისთვის, მოიპარავდით მას სკოლიდან ან ოფისიდან?

ა) თუ არავინ დამინახავდა კი. თან იმდენს წამოვიღებდი რამდენიც დამჭირდებიდა

ბ) არა შემეშინდებოდა ვინმეს რომ დავენახე

გ) თუ ვერ ვიყიდიდი ცოტას წამოვიღებდი

5.წარმოიდგინეთ ქალაქში ვერ იპოვეთ პარკინგის ადგილი დააყენებდით მანქანას პირად სადგომზე?

ა) არა, იქ მთელი დღე გავიჭედებოდი

ბ) რათქმუნდა. თქვენ არა?

გ) დიახ თუ დიდი ხანი არ მჭირდებოდა

პასუხები:

1 ა) 2 ქულა ბ) 1ქულა გ) 3 ქულა

2 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა

3 ა) 3 ქულა ბ) 2 ქულა გ) 1 ქულა

4 ა) 1 ქულა ბ) 3 ქულა გ) 2 ქულა

5 ა) 3 ქულა ბ) 1ქულა გ) 2ქულა

12-15 თქვენ ძალიან პატიოსანი და საიმედო ადამიანი ხათ. ეტყობა ღამე კარგად გძინავთ.

8-11 თქვენ გონივრულად პატიოსანი ხართ .

5-7 სად დაკარგეთ მორალი? მომავალში უფრო პატიოსანი იყავიით რააა…

და თქვენი შედეგებია: